საქართველოში სინოპტიკოსები 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან, 5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს „112″-ის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაშია იმუშავოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა „112″-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.