საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და პოლიციის ექსპერტებმა „112″ დაათვალიერეს.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ექსპერტების დონეზე კონკრეტული სამსახურების, მათ შორის „112″-ის, საქმიანობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი პირდაპირი კონტაქტების დამყარება და განვითარება. შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა შიდა უსაფრთხოება, დანაშაულებრივი ტენდენციები და პრევენციული ზომები.
დელეგაციის წევრებმა „112″-ის წარმომადგენლებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცნეტრის მუშაობის სპეციფიკის და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 26 სექტემბერს დასრულდება.