შსს სსიპ „112″-ის წარმომადგენლებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ათას პირველკურსელს, საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები, პრეზენტაციის სახით, გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის არსს და სამუშაო სპეციფიკას. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაში უნდა დარეკონ „112″-ზე, რა ინფორმაცია მიაწოდონ „112″-ის ოპერატორს, რას გულისხმობს გადაუდებელი შემთხვევა და როგორ უნდა იმოქმედონ აღნიშნულ სიტუაციაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრი ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, ატარებს გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს და აწვდის პირველკურსელებს საჭირო ინფორმაციას უნივერსიტეტისა, თუ სტუდენტობის პერიოდში საჭირო სხვადასხვა მომსახურებების შესახებ. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში შსს-ს „112″-ის დეპარტამენტმა პირველად მიიღო მონაწილეობა.