საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის „112″-ის თანამშრომლები დააჯილდოვა.
წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელით ნათელა წოწკოლაური, ნიკოლოზ გორგოძე, გვანცა გაჩეჩილაძე, თინათინ არუშანოვი, ირმა მჭედლიშვილი, ნინო მუშტარაული, ინგა შარიქაძე და ია ფუტკარაძე დაჯილდოვდნენ.