გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა სამსახურის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ოპერატორთა პროფესიული გადამზადება დაიწყო. ტრენინგის მიზანია საბაზისო სამედიცინო ცოდნის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა მნიშვნელოვანია „112″-ის ოპერატორებისათვის, რათა შესაძლებელი იყოს სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შემოსული შეტყობინებების მიღება და ინტერვიუს წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ტრენინგებში სწავლების სხვადასხვა მეთოდებია გამოყენებული – ლექციები, თეორიული სავარჯიშოები, პრაქტიკული გაკვეთილები და სიმულაციური სცენარები.

სასწავლო კურსს „112″-ის 140 ზარის მიმღები „მედიქლაბჯორჯია”-ს სასწავლო რესურსცენტრში ეტაპობრივად გადის. ტრეინინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

[/su_spoiler]