2013 წლის 13 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის წარმომადგენლები დუშეთის №1 საჯარო  სკოლას ესტუმრნენ.  პროექტში – „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში“ ჩართულ IX-X კლასის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის  შესახებ.

მოზარდები ტრენინგზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას. მათ განემარტათ, თუ რა არის გადაუდებელი შემთხვევა, რა დროს უნდა დარეკონ  „112“-ზე და რა შედეგებს იწვევს „112“-ზე განხორციელებული ცრუ ზარები. ასევე, მიეცათ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ „112“-ის ზარის მიმღებთან, რათა შესაძლებელი გახდეს ოპერატიული დახმარების აღმოჩენა. ბავშვებმა „112“-ის წარმომადგენლებისგან პირადად მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი და სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

სასწავლო პროექტი გულისხმობს სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში. პროექტის ფარგლებში, გარდა ტრენინგებისა, 112“-ის წარმომადგენლებმა განახორციელეს შემეცნებით-ინტელექტუალური ღონისძიებები და მოხალისეობრივი აქტივობები.

პროექტი ხორციელდება „Joint Civic Education“-ის ეგიდით. „Joint Civic Education“ მოქმედებს „Robert Bosch Stiftung“ -ისა და გაერთიანება „MitOst“-ის პროგრამა „Theodor-Heuss-Kolleg“-ის ინიციატივის ფარგლებში.

[/su_spoiler]