„112″-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – „გამოცდილების გაზიარება საქმიანობის პრიორიტეტულ ასპექტებზე” – მონაწილე ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ხელმძღვანელები საქართველოს შსს–ს „112″-ის დეპარტამენტს ესტუმრნენ და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, გაესაუბრნენ „112″-ის ოპერატორებსა და დისპეტჩერებს, დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს სამსახურის მიერ მიღწეული შედეგები და მასპინძლებს მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გაუზიარეს.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს „112″-ის დეპარტამენტის ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობით, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში მიმდინარეობს. კონფერენცია სასტუმრო „Holiday Inn”-ში ორ დღეს გაგრძელდება.

[/su_spoiler]