12 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112″-ის დეპარტამენტს საგანმანათლებო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, რუსთავის რვა საჯარო სკოლიდან, სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები ესტუმრნენ.
ბავშვებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, დააკვირდნენ სამუშაო პროცესს და „112″-ის წარმომადგენლებისაგან მიიღეს პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვებზე.
„112″-ში ვიზიტი სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ყოველთვის აინტერესებდათ, თუ როგორ ფუნქციონირებს ცენტრი და რა რეჟიმში უწევთ მუშაობა ოპერატორებს
აღნიშნული სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს, მოზარდებში სამოქალაქო კულტურის ამაღლებას, საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის ამაღლებას და გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესების გაცნობას.
„სიქა” – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციაა, რომელიც 1999 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საქართველოს საზღვრებს გარეთ. ასოციაცია არაფორმალური განათლების გამოყენებით ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ასევე ინოვაციური და აპრობირებული სწავლის ფორმების დანერგვას, რათა მოხდეს პიროვნების აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ მოქალაქედ ჩამოყალიბება.
ვიზიტის დასასრულს სამოქალაქო კლუბის წევრ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.