ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის თანახმად მიმდინარე წლის ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სპეციალური მოკლე ნომერი – 1-1-2.
გარდამავალ ეტაპზე ერთდროულად იმუშავებს, როგორც საგანგებო სიტუაციების ახალი ნომერი – 1-1-2, ასევე ძველი ნომრები როგორებიცაა: საპატრულო პოლიცია – 122, სახანძრო-სამაშველო სამსახური – 111 და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება – 113.
საგანგებო სამსახურების გამოძახების წესი უცვლელია და მათთან დასაკავშირებლად ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ შესაბამისი სამსახურების მოკლე სამციფრიანი ნომრები ან მოკლე ნომერი – 1–1–2 .
1–1–2–ზე ზარის განხორციელება შესაძლებელია მაშინაც კი თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან თუ მობილურ ტელეფონში სიმ–ბარათი არ დევს.