2012 წლის 25-27 ივლისს, შსს სსიპ – „112″–ის თანამშრომლებმა, თბილისში, ლუბლიანას ქუჩა # 2/6 მდებარე „სისხლის ბანკში” სისხლი უსასყიდლოდ ჩააბარეს.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ადამიანთა დახმარებას, რომელთაც სისხლი ესაჭიროებათ და „112″–ის თანამშრომელთა მიერ გაღებული მცირედი შემოწირულობა მათ სიცოცხლეს გადაარჩენს.
ამ ეტაპზე „112″–ის 20–მდე თანამშრომელმა გაიღო სისხლი და ორგანიზაცია სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი აქციების ჩატარებას.