2012 წლის 6 აგვისტოდან, შსს სსიპ „112″–ის ზარის მიმღებთა და დისპეტჩერთათვის, დაიწყო პროფესიული გადამზადების კურსი.
კურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პოლიციის აკადემიაში” მიმდინარეობს, რომლის მიზანია „112″–ის ზარის მიმღებთა და დისპეტჩერთა საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესება.
კურსის ფარგლებში მსმენელები შემდეგ საკითხებს გაეცნობიან:
• ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია
• პროფესიული სტრესისა და აგრესიის მენეჯმენტი
• კონტაქტის დამყარების სტანდარტები ბავშვებთან და მოზარდებთან
• სახანძრო–სამაშველო სამსახურებისა და საქმის ორგანიზაცია
• სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი ასპექტები
• საპატრულო პოლიციის ორგანიზაცია
• პოლიცია და ადამიანის უფლებები
სასწავლო კურსს, რომელიც 20 სექტემბრამდე გაგრძელდება, „112″–ის ყველა ზარის მიმღები და დისპეტჩერი ეტაპობრივად გაივლის. კურსის დასრულების შემდგომ, მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.