2012 წლის 6–7 სექტემბერს, თბილისში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, მთავრობათაშორისი კონფერენცია „თბილისი+35: გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის”ტარდება.
კონფერენციაში მონაწილეობას, მთელი მსოფლიოდან 300–ზე მეტი დელეგატი და 70–მდე უმაღლესი რანგის სტუმარი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, გარემოს დაცვის მინისტრები და ექსპერტები იღებენ.
კონფერენციის ფარგლებში 2012 წლის 5 სექტემბერს, დელეგატები შსს სსიპ-„112″–ის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს შენობა და „112″–ის თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკასაც გაეცვნენ.