შსს სსიპ ,,112″ ახორციელებს საბავშვო პროექტს – ,,ბავშვების თვალით დანახული 112″. პროექტის ფარგლებში „112″-მა უმასპინძლა ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეებს.

ბავშებმა „112″-ის ოფისის დათვალიერების და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობის პრინციპის გაცნობის შემდეგ, შექმნეს 12 განსხვავებული ნამუშევარი თემაზე – ჩვენი თვალით დანახული 112, ეს ნამუშევრები „112″-ის 2013 წლის კალენდარში განთავსდება.

„112″ ძალიან დიდ მადლობას უხდის ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ბავშვებს საინტერესო და შთამბეჭდავი ნამუშევრების შექმნისა და თანამშრომლობისთვის.