2012 წლის 26 ნოემბერს, შსს სსიპ – „112″-ს უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდკაციანი დელეგაცია ესტუმრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში დელეგატები „112″-ს ეწვივნენ. დელეგატებს შორის გახლდათ უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სანდორ პინტერი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
მათ დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და სამუშაო პროცესს დააკვირდნენ. დელეგატებმა „112″-ის წარმომადგენლებისაგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია ერთიანი საგანგებო ნომრის 112-ის მართვის შესახებ საქართველოში.