2012 წლის 1 დეკემბერს ,,თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის” მუზეუმში გაიხსნა „112″-ის თანამშრომლის, დავით ჯინჯიხაძის პერსონალური გამოფენა, რომელიც 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.
დავითი 15 წლიდან ხატავს, მაგრამ სპეციალური განათლება ამ მიმართულებით არ მიუღია, თუმცა, ეს მისთვის უკვე რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენაა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მოყვარული მხატვრის 20-ზე მეტი ნამუშევარი, ძირითადად პეიზაჟები და ნატურმორტები, რომელიც მან ბოლო წლებში შექმნა.
„112″ ულოცავს დავითს ექსპოზიციის გახსნას და უსურვებს წარმატებებს.