2012 წლის 5 დეკემბერს, შსს სსიპ – „112″-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი, ჟან–ფრედ კრუზიარი და დეპარტამენტში სტუმრად მყოფი ფრანგი ექსპერტი, ნიკოლა მალეჟაკი ეწვივნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს შენობა და ძირითადად „112″-ის ელექტრონული პროგრამის – Eღჩ-ის მუშაობით დაინტერესდნენ, რომლის შესახებაც მათ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ალექსანდრე მაილოვი ესაუბრა.

ვიზიტის დასასრულს სტუმრებს „112″-ის კორპორატიული ნივთების ნაკრები გადაეცათ.