შსს სსიპ – „112″-მა თანამშრომელთა წახალისების მიზნით, წინა საახალწლოდ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინა.

გამარჯვებული თანამშრომლების გამოვლენა 2 ეტაპს გულისხმობდა: 12 ნომინაციაში საუკეთესო, „112″-ის მონიტორინგის სამსახურმა, კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით დაასახელა, დანარჩენი გამარჯვებულების ვინაობა კი ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიერ, ხმის მიცემის შედეგად გაირკვა.

ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა 2012 წლის 28 დეკემბერს გახდა ცნობილი. მათ სახელობითი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.

ნომინაციები 2012