2017 წლის 31 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ივან ნოსკევიჩი ეწვია.

სტუმრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის – „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს. „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს ცენტრი პირადად დაათვალიერებინა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

[/su_spoiler]