შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იყო საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სივრცეში, მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა, საიდანაც შეიტყვეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში. გამარჯვებულ ბავშვებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებით მართვის ცენტრი 112-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი პატარებთან ერთად თავადაც ჩაერთო აქტივობებში და ბავშვებს 112-ის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან ცენტრში შემოსულ რეალური ზარებისთვის მოესმინათ. ასევე, 112-ის თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებულ სერვისებს გაცნობოდნენ.

[/su_spoiler]