საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის – აზიზბეკ იკრამოვის ხელმძღვანელობით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაციის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს ეწვივნენ.

„112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ვირტუალური მონიტორინგის პროცესებს.