შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს,  პროექტის  –  „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ –  ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლების 500-მდე მოსწავლე ეწვია.

მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს გაეცნენ.

„112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს  ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან. მოსწავლეებს ასევე განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც  გათვალისწინებულია ცრუ ზარის დროს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოზარდებთან მსგავსი ტიპის ღონისძიებებს სისტემატურად ატარებს.

[/su_spoiler]