შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.

[/su_spoiler]