შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ფერდი ქორქმაზის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ეწვია.

სტუმრებმა შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, მათ შორის ეწვივნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

„112“-ის, დირექტორი, გიორგი არსოშვილი თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის ხელმძღვანელსა და თანმხლებ პირებს, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.

[/su_spoiler]