შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს პოლონეთის ქალაქ ლეგიონოვოს პოლიციის სასწავლო ცენტრის დელეგაცია, ცენტრის დირექტორის – ანა იედრჟევსკა-შპაკის ხელმძღვანელობით ეწვია.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.

[/su_spoiler]