შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი კუპრეიშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის 60-მდე მსმენელს უმასპინძლა.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.