საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა, ლიკა ალადაშვილმა, მოსახლეობას 112-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
კერძოდ, თუ როგორ გადაეცემა საგანგებო სამსახურებს ინფორმაცია.
მას შემდეგ, რაც ოპერატორი მოქალაქისგან, შემთხვევის ადგილის შესახებ, მიიღებს ინფორმაციას, ეს ინფორმაცია პარალელურად, პროგრამულად, შესაბამის საგანგებო სამსახურებს გადაეცემა და დაუყოვნებლივ მიემართებიან შემთხვევის ადგილზე, ხოლო დამატებითი კითხვები, რომლებსაც ოპერატორი ზარის ინიციატორს უსვამს, საჭიროა იმისთვის, რომ შემთხვევის შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს იმ სამსახურებს, რომლებიც მოქალაქეების დასახმარებლად მიდიან.