შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოზარდებმა „112“-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს და გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს გაეცნენ.

„112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.

მოსწავლეებს, ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც ცრუ ზარის დროს კანონით არის გათვალისწინებულია.

#ემეგობრეპოლიციას

#112საქართველო

[/su_spoiler]