შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და „სქილვილ აკადემიას” დირექტორმა, თეიმურაზ მაღრაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმა 112-სა და „სქილვილ აკადემიას” შორის თანამშრომლობის გაძლიერება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით.