შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას” – ფარგლებში, ნოემბრის თვეში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს კერძო და საჯარო სკოლების 500-მდე მოსწავლე ესტუმრა.

მოზარდებმა „112“-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს, სადაც გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს გაეცნენ.

„112“-ის წარმომადგენლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს, რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან ასეთი შემთხვევების დროს.

მოსწავლეებს ასევე განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც კანონით ცრუ ზარის დროს არის გათვალისწინებული.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოზარდებთან მსგავსი ტიპის ღონისძიებებს სისტემატურად ატარებს.

#ემეგობრეპოლიციას

#112საქართველო

Gallery