შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს პოლონეთის ქალაქ ლოძის პოლიციის დელეგაცია, რეგიონული პოლიციის უფროსის მოადგილის – ტომაშ იერჯეიოვსკის ხელმძღვანელობით ეწვია.

„112“-ის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი კუპრეიშვილმა დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

პოლონელი სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

[/su_spoiler]