შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა შშმ პირებისთვის გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ფორუმი შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს „112“-ში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემოსა და არსებული სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე გააცნეს, რა ეტაპების გავლაა საჭირო ოპერატორის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის მერიის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.