შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამხედრო ძალების უსაფრთხოების სპეციალურ წარმომადგენელს – დავიდ ტერნერს, მის მოადგილეს – მარკ რაიანს და მათ თანმხლებ პირებს უმასპინძლა.

„112“-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.

[/su_spoiler]