საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, თანაშრომლებს 112-ის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის.
112-ის ოპერატორები, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, 11 000-მდე ზარს პასუხობენ.
2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, „112“-ის დღეს აღნიშნავენ. ამ დღის აღნიშვნის მიზანი მოსახლეობაში გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.