შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლე ეწვია.
მოზარდებმა „112“-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები დაათვალიერეს, სადაც გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს გაეცნენ.
„112“-ის წარმომადგენლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან, ასევე მიიღეს ინფორმაცია, რა სანქციებია დაწესებული “112”-ში ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოზარდებთან მსგავსი ტიპის ღონისძიებებს სისტემატურად ატარებს.