112-ს, პროექტის – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ – ფარგლებში, თებერვალ-მარტის თვეში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ.

112-ის წარმომადგენელმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნო.

ბავშვებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ მსგავსი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან.

112-ის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ასევე განუმარტა არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და სანქციები, რომლებიც ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაშია გათვალისწინებული.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში მოზარდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემატურად ტარდება.

#იმეგობრე112თან

#112საქართველო

[/su_spoiler]