შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსს – რუდოლფ გროსს და მის მოადგილეს – ჰანს მერნიგს უმასპინძლა.
გიორგი არსოშვილი სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და 112-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ესაუბრა.
ავსტრიელი სამართალდამცველები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.