შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის ოპერატიული მართვის ცენტრის უფროსს – არაიკ არაქელიანს და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის კომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, არტურ აპიანს უმასპინძლა.

გიორგი არსოშვილი სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და 112-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ესაუბრა.

სომეხი სამართალდამცველები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.

[/su_spoiler]