შინაგან საქმეთა სამინისტრონ დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში აღნიშნავს.

ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, ბათუმში, ანბანის კოშკთან, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ ადგილზე წარმოდგენილია საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობას სთავაზობს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.

ასევე ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, 112-ში შემოსულ, რეალურ, ზარებს მოუსმინონ და 112-ის თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებულ დაკავშირების არხს – მობილურ აპლიკაციას და მის განახლებულ ფუნქციონალს გაეცნონ.

#26მაისი

#თავისუფლებისსიყვარულით

#ესდღეჩვენია

[/su_spoiler]