მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს, ზუსტად მიაწოდეს ოპერატორს ინფორმაცია მისამართის შესახებ და ამით ყველაზე ძვირფასი, სხვა ადამიანების სიცოცხლე, გადაარჩინეს.

პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდებიან ის მოზარდები, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.