ახალგაზრდულ ბანაკს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის შემდეგ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ”112”-ის დირექტორი გიორგი არსოშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუმრებმა ბანაკში მყოფ მოზარდებს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის პრევენციისთვის სამართალდამცველებთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.
ვრცლად:police.ge/page/773