შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ოპერატორებს და ინსტრუქტორებს ტრენინგი ჩაუტარდათ. სასწავლო კურსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით განხორციელდა.

სწავლება, რომელსაც უძღვებოდნენ უცხოელი ექსპერტები, მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სტრესის მართვა, კომუნიკაციისა და მოსმენის უნარები, კრიტიკული ინციდენტის და ტრავმის მართვა, სუიციდის პრევენცია, მენტალური პრობლემების მქონე მოქალაქესთან კომუნიკაცია და სხვ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

[/su_spoiler]