საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს დირექტორის – ირჟი მაზანეკის ხელმძღვანელობით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
დელეგაციას 112-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა უმასპინძლა.