
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გთავაზობთ ქოლ-ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამას, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს ოპერატორის პროფესიის შესწავლა.
„112”-ის მიზანია აღნიშნული პროგრამის საშუალებით საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საკუთარი რესურსის გაძლიერებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც სახელმწიფო სექტორის უწყებებსა და კერძო კომპანიებს, ასევე, უშუალოდ ქოლ-ცენტრებში დასაქმების მსურველ კერძო პირებს.
ტრენინგის დასრულების შემდგომ, მსმენელებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროგრამას განახორციელებენ „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერები.
„112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს შეიქმნა და დღემდე 12200-ზე მეტი პირი გადაამზადა, მათ შორის მომიჯნავე სამსახურების წარმომადგენლები.
იხილეთ პროგრამაზე სარეგისტრაციო ბმული: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=540464