შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-მა, 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა. მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.

პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდებიან ის მოზარდები, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში

#112საქართველო

#112Georgia