შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112”-ის სასწავლო ცენტრის მიერ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები გადამზადნენ.
სწავლების მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების კომუნიკაციური უნარების განვითარება, ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება და მომსახურების პროცესის გაუმჯობესება. სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ საწყის ეტაპზე 100 თანამშრომელი გადამზადდა.
ტრენინგის დასასრულს, ,,112”-ის დირექტორის მოადგილემ, მერი ჩიქობავამ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
აღნიშნული სწავლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.