შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ახლად დანიშნულ ოფიცერს, დევიდ ჰიდლსტონს უმასპინძლა.

„112“-ის დირექტორი სტუმარს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.

აშშ-ს წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.

[/su_spoiler]