პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების სამმართველოს ინსტალატორი
სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის ამოცანებია:
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სამინისტროს ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი ქსელის, სასერვეროების და ქსელში ჩართული კამერების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და უფლებამოსილი პირისთვის გადაცემის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, სასაზღვრო გამტარი პუნქტების, აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადგილების ვიდეოკამერებით აღჭურვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა ან/და უკვე არსებული ვიდეოკამერების სამინისტროს ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვა;
- კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების და მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ნორმირებული
- თანამდებობრივი სარგო: 2167 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაგეგმილი პროგრამული უზრუნველყოფების შესრულება;
- შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება;
- არსებული პროგრამული სკრიპტების გამართულად ფუნქციონირების შესრულება;
- მინიმუმ კვირაში ერთხელ საქართველოს რეგიონების მასშტაბით (ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) დამონტაჟებული კამერების ხარვეზების გამოვლენა, მათი შესაბამისი წესით პორტალში რეგისტრაცია, შემდგომ ხარვეზებზე რეაგირება, კონტრაქტორ კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ვიდეო კამერებთან მუშაობის გამოცდილება.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
- Microsoft Office Word – ცოდნის დონე კარგი
უნარები:
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი რეაგირების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- მოწესრიგებულობა;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფების შესწავლის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
- I ეტაპი -რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
- II ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციული ტელეფონის ნომერს.
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე – hr@112.ge.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24/12/2024