პოზიციის დასახელება: ოპერატიული მართვის სამმართველოს თარჯიმანი (სომხური ენა)
სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ქ. რუსთავი.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის ამოცანებია:
- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − “112”-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
- უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
- თანამდებობრივი სარგო: 1122 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობა: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის სხვადასხვა არხით მიღებული შეტყობინებების მიმღები ოპერატორის დახმარება ენობრივი ბარიერის დაძლევაში (სომხური).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- სომხური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები: Microsoft Office Word – ცოდნის დონე კარგი.
უნარები:
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი რეაგირების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- მოწესრიგებულობა.
შერჩევის ეტაპები:
- I ეტაპი -რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
- II ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება;
- III ეტაპი – ტესტირება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციული ტელეფონის ნომერს.
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე – hr@112.ge.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 29/01/2025.