შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, თანამშრომლებს 112-ის დღე მიულოცა და რამდენიმე მათგანი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.
„112“-ის დღესთან დაკავშირებით, გიორგი არსოშვილმა თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ,,112”-ის ოპერატორებმა 4 მილიონამდე ზარს უპასუხეს.
11 თებერვალი „112“-ის დღედ 2009 წელს ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
„112“-ის დღეს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.