შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური სწავლებები რეგულარულად ტარდება.
ტრენინგები 112-ის სასწავლო ცენტრის მიერ ტარდება და მოიცავს, ისეთ თემებს, როგორიცაა სტრესულ სიტუაციებში ემოციების კონტროლისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება, პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი პრინციპების დაუფლება, ეფექტური კომუნიკაცია და სხვა.
112-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს შეიქმნა და მუდმივად ზრუნავს, როგორც მოქმედი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ოპერატორების კანდიდატების პროფესიულ მომზადებაზე, ასევე, უზრუნველყოფს მომიჯნავე სამსახურების თანამშრომლებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაზე.